ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა, ვაჟა ჯუღელმა, ზ. ანჯაფარიძის სახ. №3 სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. დღეიდან, სკოლას მოქმედი მუსიკოსი, გიორგი სტურუა უხელმძღვანელებს.
წარდგენამდე, გაერთიანების მმართველმა, გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის ყოფილ ხელმძღვანელს ნანი ბოჭორიშვილს: „მადლობას ვუხდი ქალბატონ ნანის მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და ქალაქის სამუსიკო ცხოვრების გავითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მე-3 სამუსიკო სკოლაში, წლების განმავლობაში, აღიზარდა არაერთი ნიჭიერი თაობა, რომელთაც ჩვენი ქალაქი ასახელეს, ახლანდელ ხელმძღვანელს კი პროფესიულ და შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ახალ გზაზე და სკოლის საკეთილდღეოდ!“ – განაცხადა ვაჟა ჯუღელმა.