ქუთაისელი პოეტი ნიკა კვესელავა დღეს, მარტვილში დაკრძალეს.
პოეტი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გააცილეს.
პოეტი 29 წლის ასაკში 27 ნოემბერს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით სიკვდილის მიზეზი გაზის გაჟონვა ან გულის შეტევა გახდა.
ნიკა კვესელავა ბოლო რამდენიმე თვე თბილისში, თონეში მუშაობდა. მისი ცხედარი სწორედ იქ იპოვეს.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული და ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
ნიკა კვესელავა ქუთაისში რამდენიმე წლის წინ რუსთავიდან ჩამოვიდა. სკოლაც აქ დაამთავრა.
ნიკა კვესელავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.