ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 5-ის პასუხი კი საღამოს იქნება ცნობილი – ამის შესახებ ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელიმა არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაწესებულებას 23-მა მოქალაქემ მიმართა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, საეჭვოდ 5 პაციენტი ჩაითვალა. მათ ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.