ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. 61 წლის გარდაცვლილი მამაკაცი ისრაელის მოქალაქეა.
მომხდართან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით , ისრაელის მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, ბრალი გაუპატიურების მუხლით ისრაელში ჰქონდა წარდგენილი, საქართველოდან მისი საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული იყო.
როგორც ცნობილია ბრალდებული რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ.
10 აგვისტოს გამთენიისას თანამესაკნემ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვა. მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს უწყება არ ავრცელებს.