ქუთაისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. ქალაქის ქუჩებში ალილოს მონაწილეები მსვლელობას აწყობენ და საშობაო საგალობლებს ასრულებენ.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა და შობა მიულოცა. მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შეგროვებულ ნობათს სხვადასხვა ცენტრების ბენეფიციარებს და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.