ქუთაისის ,,ტორპედომ” ,,რუსთავი” პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა.
დღევანდელი დღის გმირი გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე გახდა, გუნდს გამარჯვება მისმა წარმატებულმა თამაშმა მოუტანა.
“ტორპედო” კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, პოზიციებს არ თმობს. ფეხბურთლებს რამდენიმე თვის ხელფასი აუღებელი აქვთ. როგორც დღეს ქალაქის მერმა განაცხადა, მათ ერთი თვის ხელფასი ჩაერიცხათ.