ქუთაისის აა(ი)პ “სპეციალური სერვისები” ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ განუცხადა.
მისი თქმით 3 დღის განმავლობაში ინტესიური ნალექი, უმეტესად თოვლია მოსალოდნელი. “მობილიზემულია ტექნიკა, ასევე მობილიზებულები არიან თანამშრომლები, დასაწყობებულია ტექნიკური მარილი. გაწმენდილია სანიაღვრე არხები და თუ სტიქია არ იქნება ქალაქს პრობლემა არ შეექმნება.” – ამბობს გიორგი მჟავანაძე.









