ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა დაიკეტა. როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი კოვიდ19 ბიბლიოთეკის თანამშრომლის მეუღლეს დაუდასტურდა. მას თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ რეკომნდაციის მიხედვით საჯარო ბიბლიოთეკამ მუშაობა შეაჩერა. ბიბლიოთეკა მკითხველისთვის 12 ოქტომბერს გაიხსენაბა.
ქალაქში ღიაა ყველა საქალაქო ბიბლიოთეკა. მოქალაქეებს მომსახურების მიღება ონლაინაც შეიძლიათ.
“ჩვენო მეგობრებო,
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 12 ოქტომბრამდე წყვეტს მუშაობას.
მკითხველებს წიგნებით სარგებლობა შეუძლიათ საქალაქო ბიბლიოთეკებში, შაბათ-კვირის გარდა.
დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
ბიბლიოთეკის დირექცია.” – ვკითხულობთ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.