LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან – საია

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან – საია

დაპოსტა 2024/02/10-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან, აქ ამ მიმართულებით გირაოს გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან – ამის შესახებ ქუთაისში საია-ის მიერ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს. 

 

გასულ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი თბილისშიც გაიზარდა. ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ამას განაპირობებს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულება. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ამ დანაშაულის მიმართ სასამართლოს პოლიტიკა შემსუბუქდა. – ნათქვამია საია-ს ანგარიშში. 

2024 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.

ანგარიშში აღნიშნულია რომ,  სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოავლინილი ძირითადი მიგნებებია:

პირველი წარდგენის სხდომები

სხდომებზე სასამართლო ბრალდებულებს, უმეტესად, უფარდებს აღკვეთის ღონისძიებას. წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს – გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს მისცემდა გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობას.

ბრალდების მხარე 310 (98%) პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. სასამართლომ 175 (63%) სხდომაზე 189 (62%) პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 102 (36%) სხდომაზე 112 (37) პირს – პატიმრობა, 2 (1%) სხდომაზე კი 2 (1%) პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება.

კვლავ მაღალია გირაოს და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მაჩვენებელი. პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების,  მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში 81 (43%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ 31 (16%) ბრალდებულს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა ის ბუნდოვანება, რომელზე აპელირებითაც ზოგიერთი მოსამართლე დაკავებულ პირთა მიმართ უაპელაციოდ იყენებდა პატიმრობით უზრუნველყოფილ გირაოს.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, 64 (34%) ბრალდებულს დააკისრა დამატებითი ვალდებულება. კვლავ პრობლემაა ის ფაქტი, რომ მხარეს, აღკვეთის ღონისძიებისგან დამოუკიდებლად, არ აქვს დამატებითი ვალდებულების ზედა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

სათანადო სასამართლო კონტროლი და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები.

ოთხმა ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

 

საპროცესო შეთანხმებები

არ ხორციელდება ჯეროვანი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან (248 პირის მიმართ) მხოლოდ 2 (1%) შეთანხმება არ დაამტკიცა.

უმეტესად ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში.

ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ [53 (22%)], ნარკოტიკულ [48 (20%)] და მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე [32 (13%)].

დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის მიერ შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა, ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. საპროცესო შეთანხმებები მცირე დროში განიხილება. საანგარიშო პერიოდში საპროცესო შეთანხმების სხდომათა 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა.

საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, მზარდია.

სხდომების გადადება და დაგვიანებით დაწყება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაჭიანურებული სამართალწარმოება – კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევა და წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. პრობლემად რჩება სხდომების ხშირი გადადება და დაგვიანებით დაწყება.

საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. აქედან 88 (36%) სხდომა გადაიდო. არსებითი განხილვის დროს სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული.

არსებითი განხილვის 247 სხდომიდან 92 (37%) მათგანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, უმეტესად, იყო მოსამართლის დაგვიანება – 32 (35%) შემთხვევაში, ხოლო ადვოკატის დაგვიანება – 22 (24%) შემთხვევაში. ასევე, 9 (10%) შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პროკურორის დაგვიანება, ხოლო 5-ში (5%) – პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდების დროულად წარმოუდგენლობა. სხვა პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელების მიზეზით სხდომა დაგვიანებით დაიწყო 7 (8%) შემთხვევაში, ბრალდებულის დაგვიანების გამო – 1 (1%), ხოლო სხვა მიზეზით – 16 (17%) შემთხვევაში.

 

ოჯახური დანაშაულები

315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა. სასამართლომ 30 (37%) მათგანის მიმართ პატიმრობა, 47-ის (58%) მიმართ კი, გირაო გამოიყენა. 1 (1%) პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ხოლო 3 (4%) შემთხვევაში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორინგს არ გამოუვლენია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი.

საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 (19%) მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში – პირობითი მსჯავრი.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება – პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება.

სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს.

კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა. ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას.

 

ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება განვმარტავთ,რომ მედიაკომპანია "მთავარის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ა(ა) იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" N 4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა...

დაწვრილებითDetails

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
მთავარი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც...

დაწვრილებითDetails

ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ზურა სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია...

დაწვრილებითDetails

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ - განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და...

დაწვრილებითDetails

თუ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება – ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება – ირაკლი კობახიძე ბაღებზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება – ასევე, უნდა გაირკვეს, მოსახლეობის სხვა ჯგუფების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა კლინიკებში მსგავსი სიმპტომებით – მაია ბუწაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება - ასევე, უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი;...

დაწვრილებითDetails

“მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად, აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს. "მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად" -...

დაწვრილებითDetails

დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა
მთავარი

18 სექტემბერს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლების, წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართალი ელისაბედის ხსენების დღეა წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"