LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან – საია

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან – საია

დაპოსტა 2024/02/10-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკმაოდ ლოიალური მიდგომა აქვთ ოჯახურ დანაშაულებთან, აქ ამ მიმართულებით გირაოს გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან – ამის შესახებ ქუთაისში საია-ის მიერ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს. 

 

გასულ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი თბილისშიც გაიზარდა. ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ამას განაპირობებს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულება. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ამ დანაშაულის მიმართ სასამართლოს პოლიტიკა შემსუბუქდა. – ნათქვამია საია-ს ანგარიშში. 

2024 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.

ანგარიშში აღნიშნულია რომ,  სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოავლინილი ძირითადი მიგნებებია:

პირველი წარდგენის სხდომები

სხდომებზე სასამართლო ბრალდებულებს, უმეტესად, უფარდებს აღკვეთის ღონისძიებას. წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს – გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს მისცემდა გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობას.

ბრალდების მხარე 310 (98%) პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. სასამართლომ 175 (63%) სხდომაზე 189 (62%) პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 102 (36%) სხდომაზე 112 (37) პირს – პატიმრობა, 2 (1%) სხდომაზე კი 2 (1%) პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება.

კვლავ მაღალია გირაოს და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მაჩვენებელი. პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების,  მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში 81 (43%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ 31 (16%) ბრალდებულს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა ის ბუნდოვანება, რომელზე აპელირებითაც ზოგიერთი მოსამართლე დაკავებულ პირთა მიმართ უაპელაციოდ იყენებდა პატიმრობით უზრუნველყოფილ გირაოს.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, 64 (34%) ბრალდებულს დააკისრა დამატებითი ვალდებულება. კვლავ პრობლემაა ის ფაქტი, რომ მხარეს, აღკვეთის ღონისძიებისგან დამოუკიდებლად, არ აქვს დამატებითი ვალდებულების ზედა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

სათანადო სასამართლო კონტროლი და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები.

ოთხმა ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

 

საპროცესო შეთანხმებები

არ ხორციელდება ჯეროვანი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან (248 პირის მიმართ) მხოლოდ 2 (1%) შეთანხმება არ დაამტკიცა.

უმეტესად ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში.

ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ [53 (22%)], ნარკოტიკულ [48 (20%)] და მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე [32 (13%)].

დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის მიერ შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა, ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. საპროცესო შეთანხმებები მცირე დროში განიხილება. საანგარიშო პერიოდში საპროცესო შეთანხმების სხდომათა 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა.

საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, მზარდია.

სხდომების გადადება და დაგვიანებით დაწყება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაჭიანურებული სამართალწარმოება – კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევა და წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. პრობლემად რჩება სხდომების ხშირი გადადება და დაგვიანებით დაწყება.

საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. აქედან 88 (36%) სხდომა გადაიდო. არსებითი განხილვის დროს სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული.

არსებითი განხილვის 247 სხდომიდან 92 (37%) მათგანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, უმეტესად, იყო მოსამართლის დაგვიანება – 32 (35%) შემთხვევაში, ხოლო ადვოკატის დაგვიანება – 22 (24%) შემთხვევაში. ასევე, 9 (10%) შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პროკურორის დაგვიანება, ხოლო 5-ში (5%) – პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდების დროულად წარმოუდგენლობა. სხვა პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელების მიზეზით სხდომა დაგვიანებით დაიწყო 7 (8%) შემთხვევაში, ბრალდებულის დაგვიანების გამო – 1 (1%), ხოლო სხვა მიზეზით – 16 (17%) შემთხვევაში.

 

ოჯახური დანაშაულები

315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა. სასამართლომ 30 (37%) მათგანის მიმართ პატიმრობა, 47-ის (58%) მიმართ კი, გირაო გამოიყენა. 1 (1%) პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ხოლო 3 (4%) შემთხვევაში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორინგს არ გამოუვლენია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი.

საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 (19%) მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში – პირობითი მსჯავრი.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება – პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება.

სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს.

კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა. ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას.

 

ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

“გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ”-ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება. „სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე,...

დაწვრილებითDetails

“მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, უწმინდესს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და...

დაწვრილებითDetails

” მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს” – მეუფე შიო

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში... ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. „ნაფიცმა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ნიუ ჯერსის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია“ ავრცელებს. "ნათელი შენს ლამაზ სულს თეოო როგორ გული დამწყვიტე ,უფალს ებარებოდე ლამაზო და ძლიერო გოგო ,მიყვარხარ "-წერს...

დაწვრილებითDetails

73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა-მკვლელობა ზუგდიდში

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"