მუსიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის პირველი , მეორე და ცენტრალური სამუსიკო სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. კონცერტი ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.
აღსანიშნავია ისიც რომ ქუთაისის სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლეების ნაწილი სულ ახლახანს ამერიკული პროექტის ” მუსიკალური გალერეა- გზა კარნეგი ჰოლისაკენ” ფარგლებში ფილადელფიაში, ბოსტონსა და ნიუ- იორკში იმყოფებოდა. ნაწილმა კი საკონცერტო ტურნე გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოიარაა.