LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ეპარქიას განცხადებით მიმართა

ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საპატრიარქოს და ეპარქიას განცხადებით მიმართა

დაპოსტა 2026/02/18-ში
A A
719
ნახვა
გაზიარება
ქუთაისში, ე.წ. საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება ოფიციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს საპატრიარქოსა და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას.
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის დანგრევასთან დაკავშირებიც საპატრიარქოს და ეპარქიას განცხადებით მიმართავს:
🔸🔸🔸

საქართველოს საპატრიარქოს,

ქუთათელ-გაენათის ეპარქიას,

მოგმართავთ უკიდურესი შეშფოთებით ქუთაისის საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საგუბერნიო ციხის ტერიტორია აუქციონის წესით შეძენილია კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ და ამჟამად მიმდინარეობს ძველი ნაგებობების დემონტაჟი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული საპატიმრო სამლოცველო, რომელიც იმდროინდელი სტანდარტით ციხეს აუცილებლად უნდა ქონოდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, სავარაუდოდ წმინდა ნიკოლოზის საკვირველმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი და ემსახურებოდა პატიმართა სულიერ მსახურებას.

მიგვაჩნია, რომ ეს სამლოცველო წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ ელემენტს, არამედ მნიშვნელოვან საეკლესიო და სულიერ მემკვიდრეობას. მისი განადგურება ნიშნავს ისტორიული მეხსიერების, ეკლესიის სოციალური მისიისა და ქალაქ ქუთაისის სულიერი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას.

გთხოვთ:

1. დაუყოვნებლივ შეისწავლოთ აღნიშნული სამლოცველოს ისტორიული და კანონიკური სტატუსი;

2. საჯაროდ დააფიქსიროთ საპატრიარქოსა და ეპარქიის პოზიცია მის შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით;

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კულტურული და საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;

4. განიხილოთ სამლოცველოს კონსერვაციის, აღდგენის ან დაცვითი სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

ვთვლით, რომ ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში გადამწყვეტია. საპატრიარქოსა და ეპარქიის ჩართულობა არა მხოლოდ სულიერი პასუხისმგებლობაა, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიგნალიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

ქუთაისი ისტორიულად არის ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი საქართველოში. შესაბამისად, ქალაქში არსებული ყოველი ტაძარი — მოქმედი თუ ისტორიული — წარმოადგენს საერთო ეროვნულ და საეკლესიო ფასეულობას.

გთხოვთ, აღნიშნული საკითხი განიხილოთ გადაუდებლად და მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო რეაგირების შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიის ჩართულობით შესაძლებელი გახდება აღნიშნული ისტორიული ტაძრის გადარჩენა და მისი დაცვა მომავალი თაობებისთვის.

გაზიარება288

დაკავშირებული -პოსტები

დღეს მოწამეთობაა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
10  გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. "სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 12 საფლავი გაქურდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის პასუხი ცნობილია – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს; საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს....

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"