ოპოზიციას საკრებულოს სხდომის ჩაშლა არ გამოუვიდა, მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტი უშედეგო აღმოჩნდა. . სხდომის დასაწყებად 18 დეპუტატია საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი მხოლოდ 17 წევრი ჰყავდა, რადგან მმართველი პარტიის ერთმა დეპუტატმა ბექა მახარაძემ მანდატზე უარი თქვა, თუმცა 14 საათზე ჩანიშნული საკრებულოს სხდომა 1 საათის დაგვიანებით მაინც დაიწყო , სხდომის ჩატარებისთვის, ბექა მახარაძემ მანდატზე უარი გააუქმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ოპოზიციის ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა, ხოლო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წერვმა, დღევანდელი ბოიკოტის მიზეზად „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შეცვლა დაასახელა.