ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მთავარ მიზანს გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთთან კოორდინაცია და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენს. ხელმოწერის თანახმად ქუთაისი საკრებულოს კომისიებსა და “აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს”კომიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება მოხდება. ჩატარდება ერთობლივი სამუშაო სხდომები, სემინარები და კონფერენციები.
მემორანდუმს ხელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ქუთაისის საკრებულოს წევრები, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტები ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.