ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე- ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია!! ფინალში “ქუთაისი 2010”-მა დამაჯერებლად – 88:67 სძლია “ვერას” და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ტურნირის მთავარი ჯილდო!!! შეხვედრის საუკეთესო ფორვარდად ქუთაისელი ილია ლონდარიძე დასახელდა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ქუთაისელთა რიგებიდან დეჟუან რაითი გახდა. ფინალურ მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული ესწრებოდა. საკანდელიძე- ქორქიას სახელობის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება და იგი წელს მე-16-ედ გაიმართა.
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...









