ქუთაისის საკალათბურთო გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის ჩემპიონი გახდა. ფინალში, “ქუთაისი 2010”-მა რუსთავის გუნდი ანგარიშით 92:78 დაამარცხა.
გადამწყვეტი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგა.
ქუთაისის გუნდმა აქამდე 3-ჯერ ითამაშა ფინალში – 2011, 2015 და 2016 წლებში. 2011 წელს კლუბი მემორიალის გამარჯვებული გახდა.