ქუთაისის პარლამენტის შენობისა და რიყის დოქების პრივატიზების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” ისაუბრა.
“დაინტერესება არის მაგრამ მთავარი კითხვა არის ყოველთვის ფასი. ინტერესი არსებობს. თუმცა ზედმეტი დაიხარჯა ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაში, ფაქტიურად გაბერილი ღირებულებით გვიზის ეს შენობები ბალანსზე და ჩვენ თანდათან შევხედავათ სად არის ის სწორი ფასის ნიშნული, სადაც ინვესტორის ინტერესი და საქართველოს მიერ შეთავაზებული ქონების გაყიდვის პირობები ერთმანეთს დაემთხვევა. ძალიან მყარად ვართ დარწმუნებული აუცილებლად კერძო ინვესტორი მოინახება და რა არის ეს ფასთა წონასწრობა კოვიდის პირობებში ამას ბაზარი გვიჩვენებს, ეს პროცესი დაწყებულია.” – განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემაში “დღის ნიუსრუმის” ეთერში.
ცნობისთვის, ქუთაისში პარლამენტის შენობა დაკონსერვებულია. შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.










