ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თბილისის საკრებულოში, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
➡კონფერენციაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.
➡ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის – ქუთაისის, რუსთავის ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა მოაწერეს ხელი.
➡ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა კონფერენცია ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“, რომელზეც ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თანაბარუფლებიან მონაწილეობაზე ისაუბრეს.