LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამტრედიაში  ახალი დაცული ტერიტორია – რიონის აღკვეთილი შეიქმნება

მდინარე რიონიდან წიაღისეულის უნებართვო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა – არიან დაკავებულები

დაპოსტა 2026/03/26-ში
A A
151
ნახვა
გაზიარება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი. ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია.

„პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8 925 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, რომლის ღირებულება 1 299 265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 975 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591 525 ლარი.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში მცდარი ინფორმაციის წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25 760 ლარის ღირებულების 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მეოთხე საქმეზე, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224 492 ლარის ღირებულების 4 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.

მთლიანობაში, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20 194 კვ.მ. სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2 141 042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 წლის წინ და­ე­ღუ­პა, ხეს შე­ე­ჯა­ხა – ახალი დეტალები ტრაგიკულად დაღუპული გოგოს შესახებ

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა
მთავარი

კას­პი-კავ­თის­ხე­ვის გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 19 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა, და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 1 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა თამო მოდ­რე­კი­ლი­ძეა. "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 წლის წინ...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პროდუქტი და დარღვეული ჰიგიენა – რა გამოავლინეს თევზის საწარმოში

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ვადაგასული პროდუქტი და დარღვეული ჰიგიენა – რა გამოავლინეს თევზის საწარმოში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში შპს “კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. დაკავებულებს შორის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა
მთავარი

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. less

დაწვრილებითDetails

ლოცვა ვლაქერნობისთვის, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

15 ივლისს ვლაქერნობაა.   წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.   უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული....

დაწვრილებითDetails

დღეს ვლაქერნობა აღინიშნება

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
დღეს ვლაქერნობა აღინიშნება
მთავარი

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და პროდუქტიული იქნება. ახალი იდეები წარმატებისკენ წაგიყვანთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური ხარჯები შესაძლოა მოგვიანებით ინანოთ....

დაწვრილებითDetails

15 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 15 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

სამსახურში არ გამოცხადდა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იტალიაში გარდაცვლილი კაცის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ყველა ქრისტიანმა უნდა წარმოთქვას

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება.   1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს,   1...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"