“ქუთაისის მერიის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლკაპარაკებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამინისტროებთან მიმდინარეობს” – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს. თუმცა როგორც ჩანს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რის გამოც ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ფაქტს ბოლომდე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისის საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მთავრობის ყოფილ შენობაში გადაინაცვლებს, ქუთაისის მერია კი აუდიტის სამსახურის ყოფილ შენობაში გადავა.
დღესვე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ -ს წარმომადგენლებმა ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.