ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, დაინიშნა მირზა მამასახლისი. მირზა მამასახლისმა დაამთავრა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი) , თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში ( პროფესია ბიზნეს-სამართალი, მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო მმართველობა, დოქტორანტურა). 2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , სპეციალისტად. 2017-2019 წლებში იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.
ქუთაისში ფარიდა ნიკოლეიშვილს ეძებენ
დაკარგულია⚠️ გთხოვთ,დაგვეხმაროთ ამ ადამიანის პოვნაში. ეს არის ფარიდა ნიკოლეიშვილი, რომელიც დაიკარგა 4 აგვისტოს, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვს დემენცია/სკლეროზი და შესაძლოა ვერ ახერხებდეს საკუთარი მისამართის ან ოჯახის წევრების...










