ქუთაისში საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგსანიზებისთვის მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 000 ლარია. ღონისძიება 19 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტში გაიმართება. NAT250021396
1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს ღონისძიებების ორგანიზება.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ბრენდინგის შემუშავება. (ღონისძიების სიმბოლო; ფასების ცხრილში მითითებული ბანერების, დიპლომების, სამკერდე ნიშნის, სიმბოლური პრიზის დიზაინის შექმნა);
3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებით დამზადება 500 ადამიანზე;
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოფენის მოწყობა თემაზე: ,,ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი 150“
5. მიმწოდებელმა, ფასების ცხრილში გაწერილი მახასიათებლების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს მანათობელი წარწერის #საჯარომოხელე მომზადება-მონტაჟი;
6. ლედ ეკრანის მონტაჟი ფასების ცხრილში მოცემული პარამეტრების შესაბამისად;
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭირო ინვენტარის როგორ მონტაჟი, ასევე, მისი დემონტაჟი და ღონისძიების სივრცის მოწესრიგება;
8. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ღონისძიების კონცეფცია და პროგრამა (დღის წესრიგი) ხელშეკრულების დადებიდან 3 სამუშაო დღეში.
ვკითხულობთ სატენდერო დუკუმენტაციაში










