პანდემიის პირობებში, როდესაც უმუშევრობაა და ხალხი გარბის ქალაქიდან ქუთაისის მერიამ ახალშექმნილ ტრანსპორტის კომპანიას 2 მილიონი ლარი დაუმატა – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალურმა” მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის მერიას თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს.
მისივე თქმით სატრანსპორტო კომპანიაში ყველა ზონდერი და აქტივისტი დაასაქმებს, რომელიც კვერცხებით დარბოდა ოპოზიციური ოფისების წინააღმდეგ.
როგორც გიგა შუშანია აცხადებს ქუთაისში ნაცვლად გერმანული ავტობუსების, თურქული, უხარისხო ტრანსპორტი შემოიყვანეს და მათი ღირებულების, 23 მილიონის ლარი გადახდა ქუთაისელებს კიდევ 10 წლის განმავლობაში მოუწევთ.
,,ეს ნიშნავს იმას რომ ქუთაისის მერია თავს ვერ ამბავს დაკისრებულ მოვალეობას, ბიუჯეტიდან ფულს იპარავს და ქუთაისელების ხარჯზე აპირებს აქტივისტების დასაქმებასა და არჩევნების გაყალბებას” – განაცხადა გიგა შუშანიამ.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ მათი მხრიდან კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.