აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331.4 ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432.0 ათასი ლარი
სოციალური დახმარებების გაცემის პროცესის შესწავლით გამოვლინდა მაღალი რისკი, რომ დახმარებები ფაქტობრივად არის მოსამსახურეების ფულადი წახალისება და არა სოციალური დახმარება. მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დახმარება, ძირითადად, მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა განცხადებების უმრავლესობას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია. 10 გასაცემი თანხის ოდენობას ადგენს ქალაქის მერი, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით სარგებლობს კონკრეტულ შემთხვევაში
მოსამსახურეზე და 2020 წელს − 22 მოსამსახურეზე, წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ორჯერ და მეტჯერ გაიცა. ამასთანავე, 2019-2020 წლებში, 158 შემთხვევაში ერთსა და იმავე საჯარო მოსამსახურეზე გაცემულია როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, სოციალური დახმარება.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. მათ შორის, 2019 წელს დახმარება − 11 თანამდებობის პირზე, ხოლო 2020 წელს 17 თანამდებობის პირზე გაცემულია ერთი თვის თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით










