ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სამსახურების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაახალწლო მზადებაზე.
ქალაქის მერმა თანამშრომლებს რამდენიმე სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და სპეციალისტები წარუდგინა:
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერიან სილაგაძე
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად – ოთარ ფანცხავა
სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურს გიორგი გოგალაძე უხელმძღვანელებს.