ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებს მხოლოდ პრესსამსახურის თანხმობით შეუშვებენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამიერიდან შენობაში შესვლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი. მათივე განმარტებით ეს იმისთვის კეთდება რომ შენობაში მედიას ამოფარებული ადამიანების შესვლა აღკვეთონ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
“კოლეგებო ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისთვის ამოქმედდა საშვთა სისტემა. მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ყველა საჯარო უწყებაში არსებობს საშვთა ბიურო. მით უფრო მერია ამბობს, რომ საშვს მიიღებს აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი. უბრალოდ ამის შემდეგ ვერ ვხვდები რატომ უნდა იქნას გაგებული ეს გადაწყვეტილება შეზღუდვის მცდელობად. ვიდრე ოპონირებას გამიწევდეთ გამახსენეთ დედაქალაქის რომელ უწყებაში (მერია, საკრებულო, სამინისტრო, პარლამენტი და ა.შ) შევალ საშვის გარეშე? მით უფრო მე, რომელსაც მგონია, რომ ყველა მიცნობს ამ უწყებებში როგორც ჟურნალისტს.” – წერს მერიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დათო ლიკლიკაძე თავი ფეისბუკ გვერდზე.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მედიის წარმომადგენლები ამ დრომდე შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. მათთვის არ მოქმედებდა საშვთა სისტემა, რადგან მერიას ეს მოთხოვნა არასდროს წამოუყენებია.