“ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე ქუთაისის მერიას ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული,ყოვლდღიური საკვებისათვის გამოყოფილი თანხის ან/და მისი შესაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემისკენ მოუწოდებს. „ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით“-განაცხადა მამუკა მამალაძემ. „აპრილის პროდუქცია უკვე შევიძინეთ და ერთი თვის მარაგი გავეცით 8 400 ბავშვზე. აპრილის ბოლოს ისევ ვგეგმავთ იგივეს“- ასე გამოეხმაურა ააიპ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ლელოს ბარლდებებს . ეს ერთჯერადი აქცია არ ყოფილა განაცხადა მან.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...









