ახალი კორონავირუსიის პანდემიად გამოცხადებისა და ქვეყანაში ამოქმედებული წესების შემდეგ ქუთაისის კლუბებმა ”რეფლექტორი” და ”ბუდე” 2020-ის მარტში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს.
”მსოფლიოში COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის გამო, კლუბი BUDE აუქმებს მარტში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას, თუმცა მალე დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით.” – ვკითხულობთ კლუბის ”ბუდე” ინსტაგრამ გვერდზე.
”კლუბი რეფლექტორი ითვალისწინებს კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და უახლოეს ივენთებს აუქმებს, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების მიზნით.
ჯანმრთელობას გისურვებთ.” – ნათქვამია კლუბის ”რეფლექტორი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაზაციამ ეპიდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 25 ადამიანია Covid-19-ით დაავადებული.