ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი რჩება. მათგან ერთი პაციენტის პირველადი საკონტროლო ტესტი უარყოფითია და განმეორებითი ტესტის კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკას 37 გამოჯანმრთელებული ჰყავს. ახალი საკვლევი პაციენტების სტაციონარში არ შესულან.










