ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირაა ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
დღეს სტაციონარი კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ატოვა. ინფექციურში დადასტურებული კოვიდ-19-ით 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორ დღეში ეს პაციენტებიც დატოვებენ კლინიკას.
კლინიკამ ჯამში 37 გამოაჯანმრთელებული პაციენტი გაწერა.