ქუთაისის ინფექციურში 3 კრიტიკული პაციენტი ჰყავთ – ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკირმა დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისი თქმით საავამყოფოში ახალი პაციენტებისთვის ადგილი აღარ აქვთ.
”კლინიკაში ამ ეტაპზე გვყავს 67 პაციენტი, აქედან 13 ბავშვი, დანარჩენი ზრდასრული. კრიტიკულად მძიმე გვყავს 3 პაციენტი, 7 მძიმე და დღეს კიდევ დაგვემატა 2 მძიმე და გვყავს ჯამში 9 მძიმე პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, კარანტინში გადავიდა ერთი პაციენტი უსიმპტომოდ და ხვალაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის გაჯართელებას.” – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.










