ქუთაისის ინფექციურში კოვიდ19-ზე 102 წლის ქალი მკურნალობს – ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისივე თქმით პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკლმაყოფილებელია.
“1 ნოემბერს ჩვენთან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ 102 წლის ქალბატონი შემოიყვანა, რომელიც არის ერთ-ერთი მოხურცთა თავშესაფრის ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ითვლება მძიმე პაციენტად, აქვს გულის უკმარისობა, შესაბამისად ასაკობრივი ზღვარის გამო ის ითვლება ერთ-ერთი რისკის ჯგუფის პაციენტად. მიმდიანრეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.” – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
აღსანიშნავია რომ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაოზე მკურნალობას გადის 76 პაციენტი, 4 მათგანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, 11 კი მძიმე პაციენტია, დანარჩენები ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაიენტებად. კლინიკაში ჰყავთ 1 და 2 თვის ბავშვები, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს საწოლს ფონს ის ამ ეტაპზე შევსებულია, თუმცა დღეს იგეგმება რამდენიმე პაციენტის გაწერა, შესაბამისად საავადმყოფო შეძლებს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.
ამ ეტაპზე კლინიკაში ყავთ 6 საკვლევი პაციენი, რომელთა ანალიზების პასუხებიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.