ქუთაისის ინფექციურში კოვიდ-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. პაციებტი კლინიკას დღეს დატოვებს. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.
ამ დროისთვის ქუთაიშის ინფექციურში ვირუსზე 11 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კიდევ ორ პაციენტს საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტი განიკურნა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










