ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
მათგან ერთის პირველადმა საკონტროლო ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. მას განმეორებითი ტესტირება დღეს ჩაუტარდება. კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკიდან გაეწერება.
ჯამში ქუთაისის ინფექციურში 38 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სტაციონარში ბოლო 12 დღეა, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ მიუღიათ.










