ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში 9 პაციენტი რჩება.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, ბოლო 5 დღეა სტაციონარში დადებთი დინამიკა შეიმჩნევა. როგორც თემურ ნადირაძე ამბობს, ხვალ კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„ხვალისთვის ვემზადებით 2 ან 3 პაციენტის გასაწერად. პირველი ტესტები დადებითია, ნორმალურია. ვნახოთ მეორე ტესტი, რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს“, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.