ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძოლია. მას ტესტი ჩაუტარდა და კვლევამ ორჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.
ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სტაციონარში კოვიდ-19 დიაგნოზით ექვსი პაცინეტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.