საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებთან ერთად, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს “გვირილობის“ დღესასწაული მიულოცეს. საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად მედპერსონალისთვის სიმღერები შესრულდა და მათ გვირილები აჩუქეს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.










