ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდა.
საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკაში მნახველების შესვლა შეიზღუდა, ამის მიზეზი კი სეზონურ გრიპებთან დაკავშირებული პრობლემებია.
მათი თქმით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია რისკების შემცირების მიზნით. საავადმყოფოში ჯერ არ იციან, როდემდე გაგრძელდება ე. წ. კარანტინი.