„აუტიდის დასკვნით ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ანაზღაურებაში იხარჯება საკუთარი აქტივისტების შესანახად“ – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჟურანლისტებს აუდიტის დასკვნა გააცნო და აღნიშნა რომ წლების განმავლობაში მერია ფარავდა იმ თანხებს,რასაც ა(ა)იპებისა და სიპების დაფინანსებისათის ხარჯავდა და მხოლოდ უშუალოდ მერიის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების შესახებ გასცემდა მონაცმებს.
“მერია წლების განმავლობაში მალავდა სრულ ინფორმაციას, რა თანხა იხარჯებოდა ა(ა)იპებსა და შპს-ებზე. წელს გაირკვა, რომ 32 მილიონი ლარია ანაზღაურებაში დახარჯული. 2 800 000 დახარჯულია შტატგარეშე თანამშროლებზე. გამოჩნდა, რომ გაზრდილია საწვავის ხარჯი და პრემია-დანამატების ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გუნდს გამოუცხადა ნდობა და სად მიდის თანხები”, -განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.









