ქუთაისის ავტობუსებში ბარათით გადახდის აპარატები უკვე გამოჩნდა, თუმცა მათი გამოყენება სავარაუდოდ 12 მაისიდან იქნება შესაძლებელი. აპარატზე სამგზავროს გადახდა ”თიბისის” ბარათით იქნება შესაძლებელი, ვისაც აღნიშნული ბარათი არ აქვს, მათ მომსახურების შეძენა 2 ლარი დაუჯდებათ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები კი უფასოდ იმგზავრებენ, როგორც ცნობილია სტუდენტები მგზავრობის მხოლოდ ნახევარს, 20 თეთრს გადაიხდიან.
როგორც ცნობილია გადახდის აპარატები ქუთაისის თითქმის ყველა მუნიციპალურ ავტობუსშია დამონტაჟებული და ახლა უკვე მათი ტექნიკური გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს.










