ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 35%-ით გაიზარდა – ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობიტ 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 91 665 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მათივე ცნობით ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე წლის სექტემბერში 284 ავიარეისი შესრულდა, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. 2018 წელის სექტემბერში ქუთაისის აეროპორტში 223 ავიარეისი შესრულდა.