? საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.
?სტაჟირების ხანგრძლივობა 3 დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა.
?სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან.
? სტაჟირების მსურველებმა 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@airports.ge
Kutaisi International Airport