ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.