კიდევ ერთმა მოპარულმა ბავშვმა იპოვა ბიოლოგიური ოჯახი. ინფორმაციას ორგანიზაცია ,,ვეძებს” დამფუძნებელი თამუნა მისერიძე ავრცელებს.
,,დღეს დადებითი პასუხი მოვიდა
1989 წელს ოზურგეთის სამშობიაროში გოგონა დაიბადა. ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ქონდა და სასწრაფოდ ქუთაისში, ექსპერტიზაზე იყო გადასაყვანი. რამდენიმე დღეში კი გარდაცვლილად გამოუცხადეს. 2025 წელს “გარდაცვლილმა” გოგონამ ამერიკიდან დარეკა. როგორც გაირკვა, ქუთაისიდან თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე ძიძის სახლში გადაიყვანეს და იქიდან გაყიდეს. ჯგუფის წევრების დახმარებით, მამას გენეტიკური ტესტის თანხა შევუგროვეთ. და დღეს დადებითი პასუხი მივიღეთ 🥹🥹 უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩარიცხული თანხისთვის 🥹🧡” – წერს თამუნა მუსერიძე.










