პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა. პროექტისთვის 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ინვესტ ჯგუფს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.
ცნობილი მეღვინე ვაჭრის, ივანე ანანოვის სასახლე ქუთაისიდან 15 წუთში, ვარციხეში. ეს არის ადგილი, სადაც ანანოვმა საქართველოში პირველი ღვინის ქარხანა მოაწყო და პირველმა ჩამოასხა ცნობილი კონიაკი “ვარციხე”.
ფოტო: დეა მა?ნაგაძე