ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტომობილის წინა ნაწილი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ავტომანქანის გაუმართაობაა.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
Kutaisipost.ge