ქუთაისელმა მთასვლელმა თემურ ქურდიანმა 23 სექტემბერს ჭაუხის მასივში მწვერვალ ასათიანზე ახალი მარშრუტი გაიარა. მარშრუტს თავისი სირთულეც ჰქონდა- პირველი თავისუფალი ცოცვა mix მარშრუტზე, მარშრუტის გავლა ჩაყინულ თოვლიან მონაკვეთებზე საცოცი ინსტრუმენტით და წრიაპებით მოხდა . მსგავსი ტიპის სოლო ასვლა აღნიშნულ რელიეფზე საქართველოში პირველია. ბანაკიდან ბანაკამდე მარშუტის ასვლა ჩამოსვლის დრომ 6 საათი და 15 წუთი შეადგინა. აქვე გეტყით რომ მწვერვალის სიმაღლე 3842 მეტრია. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა , თემურ ქურდიანი და ბექარ ფაჯიშვილი ახალი ექსპედიციის ფარგლებში ალპებში 25 დღის განმავლობაში მიზნად ისახავენ ერთ_ერთ ურთულეს მარშრუტს შეეჭიდონ, რაც გულისხმობს ჩრდილოეთ კედლებიდან 2 მთაზე ასვლას.იმ შემთხვევაში თუ ექსპედიცია წარმატებით დასრულდება თემური და ბექარი იქნებიან პირველი მთასვლელები, ვინც ალპებში მიზანდასახული მთების ჩრდილოეთ კედელზე გაივლის.
საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს გრამი
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა,.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 395 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.21%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...










