ქუთაისელმა ლუკა გოგიტაძემ თურქეთში, ალანიაში გამართულ კონკურს-ფესტივალზე “ლიბერტანგო” საკუთარი იმპროვიზაციით დაუკრა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მან ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა. 16 წლის ლუკა გოგიტაძე ზ. ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სკოლაში სწავლობს. ლუკა კომპოზიტორია, საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის. ამასთან მხატვარი და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. ცოტა ხნის წინ მისი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ – ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...








