ქუთაისელი პოეტის ზვიად მეფარეს შესახებ ფილმი „ნამსხვრევები ტვინში“ გადაიღეს – ინფორმაციას “არტერია” ავრცელებს.
“2021 წლის 26 აპრილს #არტერია-ს სახელოსნოში გაიმართა პრეზენტაცია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „ნამსხვრევები ტვინში“, რომელიც სატესტო განხილვისთვის წარადგინა რეჟისორმა Tamar Tamuna Saginadze და თეატრალურმა დასმა
Libertà • ლიბერტა.
ფილმი ბიოგრაფიული დრამაა პოეტ ზვიად მეფარე-ს ცხოვრების შესახებ და მას უახლოეს დღეებში იხილავს ფართო საზოგადოება საჯარო ჩვენებაზე. მიმდინარეობს საბოლოო დეტალებზე მუშაობა” – წერს “არტერია”
ფილმში ასევე მონაწილეობს მისი მეუღლე
სალომე ასათიანი, რომელსაც “მეგა ტვ”-ს ეთერიდან ძალიან ბევრი იცნობთ.
“ჩვენთან ძალიან კარგი ამბავია.

და გიზიარებთ. 
ძალიან მალე მოხდება ფილმის წარდგინება აუდიტორიის შესახებ.
სიტყვები საკმარისად არ მაქვს ეს ბედნიერება გამოვხატო.
მე სულ მჯეროდა დადგებოდა დრო, შენ ასეთ ჩუმს, შენთვის, შენს სამყაროში მყოფს შეგამჩნევდნენ და ეს სიწრფელით, გულით უნდა მომხადრიყო.
უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში დიდი და მცირე წვლილი შეიტანეს.
მიყვარხარ თამარ საღინაძე.
როგორც ადამიანი და ხელოვანი.
„ნამსხვრევები ტვინში“ – წერს სალომე ასათიანი
ზვიად მეფარე რუსთავიდანაა, ის უკვე წლებია ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.