მირზა სხულუხია მსოფლიო ჩემპიონია.
მირზა სხულუხია თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ქუთაისელმა ფალავანმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წმინდად მოუგო რუსეთის ნაკრების წევრ ჩერმან ვალიევს და 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეს ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის ზედიზედ მეორე დიდი გამარჯვებაა.
სექტემბერში დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე გახდა. ახლა კი თავი მისმა ,,თანადარბაზელმა” გამოიჩინა. ორივე ჩემპიონის მწვრთნელები თემურ მურღულია, კობა ახვლედიანი და რამაზ ჩაჩხიანი არიან, რომელთა თავდაუზოგავ მუშაოაბასაც უკავშირდება ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლოდროინდელი დიდი წარმატებები.